Wednesday, May 9, 2012

ქ. თბილისის მერის გიგი უგულავას ვიზიტი იტალიაში

13 აპრილს ქ. თბილისის მერი გიგი უგულავა რომის მერს ჯოვანი ალემანოსა და მის  მოადგილე ზვევა ბელვიზოს შეხვდა რომის კაპიტოლიუმში.ხანგრძლივი შეხვედრისას საუბარი შეეხო თბილისისა და რომის მუნიციპალიტეტებს შორის არსებულ ურთიერთობებს. მერიამ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის საქართველოს (Georgia) სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით.
 წყარო

ელჩის მისასალმებელი სიტყვა ქართული ,,ოქროს გამოფენის'' ინაუგურაციის ცერემონიალზე


ის, რომ რომი მსოფლიო ცივილიზაციის აკვანია, ხოლო იტალია კი ესთეტიკის უსაზღვრო არეალი, ეს საყოველთაოდ ცნობილია. მაგრამ, ამასთან, არ შეიძლება არ აღინიშნოს იტალიის ესთეტური ფილოსოფიისათვის დამახასიათებელი ის დიდი ენერგია და სურვილი, რომ გაეცნოს და დააფასოს სხვა კულტურათა საგანძური, პრაქტიკულ რეალობაში გადაიყვანოს სამყაროს მრავალფეროვნება. ამაში დიდი კეთილშობილება, ტოლერანტობა და სამყაროს მიმართ გახსნილობა ჩანს. რომის მესვეურთა და კულტურის მოღვაწეთა გადაწყვეტილება და ძალისხმევა - აბრეშუმის დიდი გზა დიდ გამოფენად გადაქცეულიყო და მისი ერთ- ერთი მთავარი არჩევანი საქართველოს უძველეს კულტურულ საგანძურზე შეჩერებულიყო, ამის დადასტურებაა.
საქართველოს ეს გამოფენა დიდი შანსია თავისი უძველესი ულამაზესი კულტურის ნაწილი ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ სცენაზე  წარმოადგინოს. როდესაც ქართველი ამბობს ,,საქართველოს ოქრო,,, ამაში ისეთვე სიამაყესა და სიყვარულს აქსოვს, როგორც მშობელი თავის პირმშოს მოფერებისას.ეს არაა გასაკვირი. რომში ახლა გამოფენილი კოლექცია არის უძველესი კულტურის არქეოლოგთა და ხელოვნებისმცოდნეთა თაობების მიერ მოძიებული - მოგროვილი განძის ნაწილი. ამ განძს, სხვა მნიშვნელობასთან ერთად ეროვნული თვითიდენტიფიკაციის ფუნქციაც გააჩნია.საქართველო, ეს უძველესი ქვეყანა, ადრეულ ისტორიოგრაფიაში იბერიად კოლხეთად წოდებული, უძველესი ენითა და ორიგინალური ანბანით შემონახული საოცარი ლიტერატურით, ცნობილია მითოლოგიაში როგორც არგონავტების, იასონის მიერ ოქროს საწმის წართმეული ქვეყანა.ოქროს მოპოვება უძველესი ქართლი ტექნოლიგია იყო და ეს გამოფენა ამას ადასტურებს. სხვათა შორის, არც მედეას დავიწყება გვმართებს - იგი მხოლოდ მომდევნო საუკუნეებში გახადეს დრამატურგებმა მოსნტრად. სინამდვილეში, ამ ქართველმა პრინცესამ, ახალგაზრდა უბიწო ქალბატონმა, რომელიც სიყვარულმა იასონთან დააკავშირა, ბებიებისგან ნასწავლი ცოდნა ერთ მთლიან მოვლენად შეკრიბა. ამას, მისი სახელის მიხედვით, მედიცინა ეწოდა. აი, ამ ქვეყნის ოქროს კულტურაა, საუკუნეებში გაგრძელებულს იხილავენ იტალიაში სტუმრად მოსულები.
საქართველოს, მიუხედავად დიდი წარსულისა, თავიდან უხდება დემოკრატიული სახელმწიფოს შენება. ჩვენი ქვეყნის გეოლოკაცია, როგორც გადამბმელი დასავლეთის და აღმოსავლეთს, ,,აბრეშუმის გა,, მუდმივი გეოპოლიტიკური ფუნქციაა საქართველოსთვის. ეს დიდ სიკეთეს, მაგრამ რისკსაც შეიცავს. ყველა ჯურის დამპყრობლისთვის საქართველო სასურველი ტერიტორია იყო და არის დასაპყრობად. 
ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთისგან ორჯერადმა (1807, 1921) ოკუპაციამ მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს ცნობადობა. 2008  წლის აგრესიამ კი თანამედროვე სამყაროს დემოკრატიული სტანდარტების წყალობით ჩვენი სახელმწიფო სრულ ოკუპაციას გადაარჩინა, თუმცა ღია იარა დაუტოვა ქვეყანას და ცივილიზებული სამყაროს თანადგომით მისი მოშუშება კვლავ დღის წესრიგშია. 
საქართველოს ბევრი კრიზისი გადაუტანია და ოპტიმისტი ქართველი ხალხი, მეგობრების მათ შორის იტალიის დახმარებით მუშაობს ამისთვის. ვერავინ და ვერაფერმა შეაჩერა და შეაჩერებს ქვეყნის ლტოლვას - დაუბრუნდეს კულტურული სამყაროს ცოცხალ სივრცეს, მათ შორის ძველი, ასევე ახალი კულტურით.
ამიტომაც, გასაგებია, რომ თანამედროვე ევროპაში, მსოფლიო ჩვენი უძველესი კულტურა ერთი საუკეთესო სავიზიტო ბარათია ამ ზიანის დასაძლევად. ახალი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. 
გთხოვთ ესეც გაითვალისწინოთ ,,ქართული ოქროს,, დათვალიერებისას. დანარჩენს ექსპოზიცია, ჩვენი ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები გეტყვიან. მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა საქართველოს მიმართ ინტერესისთვის. 
იმედი მაქვს, ისიამოვნებთ. 


კონსტანტინე გაბაშვილი
ელჩი 

ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი რომში


20 მარტს  რომის უნივერსიტეტი "La Sapienza" -ს საკონცერტო დარბაზში გამოჩენილი ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი ჩატარდა. 2011-12 წლების მუსიკალური ფესტივალის სეზონი  ქართველმა პიანისტმა რობერტ შუმანის ნაწარმოებით გახსნა, რის შემდეგაც პიანისტმა ფრედერიკ შოპენის და ფრანც ლისტის კომპოზიციები შეასრულა.
კონცერტს  დადებითად,  მადლიერებით გამოეხმაურა მუსიკოსთა კრიტიკა და მსმენელი. კონცერტის ბოლოს ხატიას 5 ჯერ შეასრულებინეს ე.წ. Biss ნომერი.
ხატია ბუნიათიშვილი 6 წლის ასაკიდან ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას - როგორც სოლო, ასევე ორკესტრებთან ერთად. 1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, რუსეთში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში. 

ქართულ იტალიური ბიზნეს ფორუმი ქ. ვიჩენცაში

12 აპრილს საელჩომ ვენეტოს რეგიონის ქ. ვიჩენცაში სამრეწველო პალატასთან ერთად იტალიური ბიზნეს ფორუმის ჩატარება უზრუნველყო. ვიჩენცა იტალიის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო პროვინციაა. ბიზნეს ფორუმს 70 ადგილობრივი მეწარმე ესწრებოდა. შეხვედრა ვიჩენცას კონფინდუსტრიის პრეზიდენტმა რობერტო ძუკატომ გახსნა, მან განაცხადა რომ ვიჩენცას კონფინდუსტრია მზად არის საქართველოში 50 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელოს. ვიჩენცას კონფინდუსტრიაში ასევე გაკეთდა ქართულ იტალიური სავაჭრო პალატის პრეზენტაცია. 
წყარო

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თორნიკე გორდაძის ვიზიტი რომში


26 -27 აპრილს იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე. ვიზიტის ფარგლებში თ. გორდაძე შეხვდა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მარტა დასუს.იტალიელ კოლეგასთან შეხვედრისას ბატონმა თ. გორდაძემ ისაუბრა საქართველოსა და ევრო კავშირს შორის არსებულ ურთიერთობების ძირითად საკითხებზე.
ასევე 27 აპრილს საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის  (IAI)სააქტო დარბაზში თ. გორდაძემ სემინარი -კონფერენცია გამართა.

26 აპრილს იტალიის სენატში ,,ISAF,, -ის ხანმოკლე ფოტო გამოფენა გაიხსნა

ექსპოზიციის რეალიზებაში საელჩოს ნატოს საპარლამენტო ანსამბლეაში იტალიის დელეგაციის თავმჯდომარემ სენატორმა სერჯო დე გრეგორიომ შეუწყო ხელი. გამოფენის გახსნამდე ქართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ნატოს საპარლამენტო ანსამბლეაში იტალიის პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე სენატორი პ.გამბა, მინისტრის მოადგილე თ. გორდაძე, ელჩი კ. გაბაშვილი. 
წყარო

იტალიის პარლამენტის სხდომა


იტალიის პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებზე დისკუსია ჩხუბში გადაიზარდა. უთანხმოება საპენსიო საკითხის განხილვამ გამოიწვია, რომელსაც იტალიაში საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამენ. ერთმანეთს პრემიერ ბერლუსკონის მხარდამჭერები და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. 
სილვიო ბერლუსკონი ბრიუსელის მოთხოვნის შესაბამისად ცდილობდა დაერწმუნებინა კოალიციის წევრები რეფორმების აუცილებლობაში. გეგმის მიხედვით, საპენსიო ასაკი 65–დან 67–მდე უნდა გაიზარდოს.