ეკონომიკა



იტალია მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრალური ქვეყანაა. მშპ-ს მოცულობით იგი მეოთხეა ევროპაში, ხოლო მსოფლიოში პირველ ათეულში შედის. აქ ძლიერია სახელმწიფო სექტორი მრეწველობის 50% და საბანკო საქმის 70% სახელმწიფოს ექვემდებარება. იტალიაში წამყვანი დარგებია: მრეწველობა- იტალია მსუბუქი და კვების მრეწველობის აღიარებული მწარმოებელია იგი მეორე ადგილზეა: ფეხსაცმლის და ტანსაცმლის წარმოებით. ასევე საქვეყნოდაა ცნობილი იტალიური პიცა, ხილის კონსერვი და ღვინო. მანქანათმშენებლობა - ქვეყანა უზრუნველყოფილია თითქმის ყველა სახის ტრანსპორტით, სოფლის მეურნეობა - აქ ჭარბობს მემცენარეობა განსაკუთრებით კი იტალია ცნობილია მარცვლეული კულტურებით და ციტრუსებით, ტურიზმი- ტურისტული ინდუსტრია ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, აქ ყოველწლიურად 50 მილიონი ტურისტი ჩამოდის, იტალიაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საბანკო-საფინანსო საქმიანობას, იტალიის ათი უმსხვილებსი ბანკია:
რიგი
კომპანია
ბაზრის კაპიტალიზაცია
1
UniCredit
81.39 მი­ლი­არ­დი ევრო
2
Intesa Sanpaolo
69.2 მილიარდი ევრო
3
Mediobanca
12.38 მი­ლი­არ­დი ევრო
4
UBI Banca
11.5 მი­ლი­არ­დი ევრო
5
Banco Popolare
11.34 მი­ლი­არ­დი ევრო
6
Monte Dei Paschi Di Siena
11.32 მი­ლი­არ­დი ევრო
7
Banca CR Firenze
5.3 მი­ლი­არ­დი ევრო
8
Banca Popolare Di Milano
4.3 მი­ლი­არ­დი ევრო
9
Banca Carige
3.9 მი­ლი­არ­დი ევრო
10
Credito Emiliano
2.8 მი­ლი­არ­დი ევრო
 

წყარო

წიგნი - ჭანტურია, მამალაძე, ბლიაზძე “მსოფლიოს გეოგრაფია”

1 comment:

  1. იტალიის პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებზე დისკუსია ჩხუბში გადაიზარდა. უთანხმოება საპენსიო საკითხის განხილვამ გამოიწვია, რომელსაც იტალიაში საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამენ. ერთმანეთს პრემიერ ბერლუსკონის მხარდამჭერები და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

    სილვიო ბერლუსკონი ბრიუსელის მოთხოვნის შესაბამისად ცდილობდა დაერწმუნებინა კოალიციის წევრები რეფორმების აუცილებლობაში. გეგმის მიხედვით, საპენსიო ასაკი 65–დან 67–მდე უნდა გაიზარდოს.

    ReplyDelete