20 მარტს რომის უნივერსიტეტი "La Sapienza" -ს საკონცერტო დარბაზში გამოჩენილი ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი ჩატარდა. 2011-12 წლების მუსიკალური ფესტივალის სეზონი ქართველმა პიანისტმა რობერტ შუმანის ნაწარმოებით გახსნა, რის შემდეგაც პიანისტმა ფრედერიკ შოპენის და ფრანც ლისტის კომპოზიციები შეასრულა.
კონცერტს დადებითად, მადლიერებით გამოეხმაურა მუსიკოსთა კრიტიკა და მსმენელი. კონცერტის ბოლოს ხატიას 5 ჯერ შეასრულებინეს ე.წ. Biss ნომერი.
ხატია ბუნიათიშვილი 6 წლის ასაკიდან ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას - როგორც სოლო, ასევე ორკესტრებთან ერთად. 1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, რუსეთში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში.
No comments:
Post a Comment