საბერძნეთიდან ფინანსური კრიზისის ევროზონაში გავრცელების შემდეგ პირველი სერიოზული დარტყმა იტალიურმა ობლიგაციებმა მიიღო. იტალიის მინისტრთა კაბინეტში საგანგებო სხდომა მოიწვიეს. მთავრობა ფინანსურ ბაზრებზე შექმნილი ქაოტური მდგომარეობის დაძლევის გზებზე იმსჯელებს. მთავარი მიზანია, თავიდან აიცილონ იტალიის ეკონომიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავება. იტალიის სახელმწიფო დავალიანებამ უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის 120 პროცენტი შეადგინა. საგანგებო თათბირამდე ბერლუსკონიმ გვიან ღამით 4-საათიანი კონსულტაციები გაიარა რამდენიმე მინისტრთან. იტალიის პრემიერს საფრანგეთში “დიდი ოცეულის” სამიტზე კონკრეტული გეგმით წარდგენა სურს.
No comments:
Post a Comment