იტალია-ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულსა და მიმდებარე კუნძულებზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, სლოვენია. იტალია მდებარეობს ზომიერი სარტყლისტყის ზონისა (ჩრდილოეთით) და სუბტროპიკული სარტყლის (სამხრეთით) ფარგლებში. მის ბუნებაზე დიდ გავლენას ახდენს ხმელთაშუაზღვა. ჰავა იტალიაში სუბტროპიკული, ხმელთაშუაზღვიური, ხოლო პადანის ვაკეზე სუბტროპიკული ზომიერში გადრამავალი. აქ ზაფხული მშრალი და ცხელია.
სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ქვანახშირი, ლიგნიტი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ტყვიის, თუთიისა, და რკინის მადანი, ბოქსიტი, პირიტი,ვერცხლისწყლის მადანი, გოგირდი, მარმარილო.
გრან პარადიზო მონბლანი
უმაღლესი მწვერვალებია: გრან პარადიზო ეს არის მთა გრაის ალპებში მისი სიმაღლეა 4061მ. და მონბლანი ის მდებარეობს დასავლეთ ალპებში, იტალიისა და საფრანგეთის საზღვარზე მისი სიმაღლეა 4808მ.
სიცილია სარდინია
უდიდესი კუნძულებია: სიცილია ის ყველაზე დიდი კუნძულია ხმელთაშუა ზღვაში მისი ფართობია 25426 კვ.კმ, მთიანი კუნძული, იტალიის ავტონომიური რეგიონი. სარდინია ხმელთაშუა ზღვაში სიდიდით მე-2 კუნძულია, მისი ფართობია 23821 კვ.კმ
უდიდესი მდინარეებია: პო 652 კმ, ადიჯე 410 კმ, ტევერი 405 კმ.
ლაგო-მაჯორე
გარდა კომო
უდიდესი ტბებია: გარდა ის იტალიის უდიდესი ტბაა მისი ფართობია 370 კვ.კმ.,იგი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ლაგო-მაჯორე მისი ფართობია 170 (სულ 212) კვ.კმ.ის ალპების სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, კომო ფართობით 146 კვ.კმ., ტრაზიმენო 128კვ. კმ.
No comments:
Post a Comment