იტალიის დედაქალაქია რომი. ის ფართობით (120 კმ²) მთელ იტალიაში პირველი ქალაქია. ის მდებარეობს ხმელთაშუა ზღვასთან ახლოს ტიბრისა და ანიენის მდინარეების გარშემო. რომი უმნიშვნელოვანესი ქალაქია, როგორც მხატვრული ისე ისტორიული ფასეულობებით. ლეგენდის თანახმად ქალაქი ძვ. წ. აღ-ის 753 წლის 21 აპრილს დააარსეს ტყუპებმა რომულუსმა და რემუსმა და ამ დროიდან მოყოლებული ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქია მსოფლიოში.
რომი გამორჩეულია ღირსშესანიშნაობებით მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კოლიზეუმი, რომელიც რომის სიმბოლოს წარმოადგენს. კოლიზეუმი ეს არი ადგილი სადაც გლადიატორების შერკინებები იმართებოდა ეს კოლიზეუმი 50000 კაცს იტევდა. ასევე თუ რომში მოხვდებით აუცილებლად უნდა მოინახულოთ: პანთეონის ტაძარი, ფორუმი, კარაკალას აბანოები, წმ. პავლეს ტაძარი, კაპიტოლიუმის მუზეუმი, გალერეა ბირგეზე და ცესტიუსის პირამიდა. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ ღირშესანიშნაობებისა, რაც რომში გელით. ეს რაც შეეხება ძველ რომს თუ გსურთ თანამედროვე რომი გაიცნოთ აუცილებლად უნდა ესტუმროთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს. ბოლოს კი წამოსვლამდე აუცილებლად უნდა მოინახულოთ ფონტანა ტრევის შადრევანი, ლეგენდის თანახმად თუ ამ შადრევანში ტურისტი ფულს ჩააგდებს ის აუცილებლად დაბრუნდება უკან.
No comments:
Post a Comment