იტალიური სამზარეულოს ხსენებაზე ალბათ ყველას ახსენდება: იტალიური პიცა, პასტა და უნიკალური იტალიყრი ღვინო. იტალური სამზარეულო იმდენად მრავალფეროვანია რომ იქ თითოეულ ქალაქს აქვს თავისი განუმეორებელი ძეხვი, ყველი, პური და ღვინო. თუ იტალიაში ორ იტალიელს კითხავთ როგორ მზადდება ნამდვილი იტალიური პასტა ორ სხვადასხვა პასუხს მიიგებთ.
თუ თქვენ გსურთ ნამდვილი იტალიური პიცა გასინჯოთ უნდა ეწვიოთ ნეაპოლს. პიცის ვარიეაციები ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ხალხისთვის იყო ცნობილი. რაც შეეხება პიცის განუყოფელ ნაწილს პომიდორს, იგი მოგვიანებით მე-16 საუკუნეში შეუერთდა პიცას და ამ უგემრიელესი კერძის განუყოფელი ნაწილი გახდა. კონკრეტულად პიცის უშუალო წინაპარი კი ანტიკურ საბერძნეთში შექმნეს, სადაც უმ ცომზე ყველს, ხახვს, სხვადასხვა მნწვანილსა და ბოსტნეულს ალაგებდნენ, ზევიდან ზეითუნის ზეთს ასხამდნენ და მერე აცხობდნენ. ასეთ პურს ბერძნულად „placentas“-ი ერქვა და მას თავად პლატონიც კი მოიხსენიებს წვეულების აღწერისას, ძველი რომაელები კი ბერძნებისგან ნასახსოვრებ იგივე კერძს „placenta“-ს უწოდებდნენ.
როდესაც ღვინოზე ვსაუბრობთ გვერდს ვერ ავუვლით იტალიას ის მსოფლიოში მეორე ღვინის მწარმოებელ ქვეყანაა. ბაროლო, კიანტი, მონტეპულჩანო ნობილე, სანჯოვეზე, ვერმენტინო თუ ნერო გაჯერებულია იტალიური, სიცოცხლის მოყვარული არომატით და გემოთი.უამრავი იტალიური ღვინო ატარებს ადგილწარმოშობის სახელწოდებას ტუმცა ასევე ბევრია ისეთიც რომელიც ყურძნის სახელწოდებას ატარებს.
No comments:
Post a Comment