ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქები იტალიაში



იტალია ცნობილია მისი ულამაზესი ქალაქებით. ეს ქალაქები გამოირჩევიან როგორც სილამაზით ასევე კულტურით, ისტორიით, არქიტექტურით და ა.შ. ახლა კი განვიხილოთ იტალიია რამოდნიმე ქალაქი, რომლებიც ყველაზე მეტად მონახულებადები არიან.

გენუა


XII-XIV საუკუნეების ქალაქ-სახელმწიფო მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე ის ულამაზესი ქალაქია უძველესი დროიდან იყო საპორტო ქალაქი, რადგან აქ განვითრებული იყო ვაჭრობა. გენუა 2004 წელს ევროპის კულტურულ ცენტრად აღიარეს.

პერუჯა


ქალაქი როგორც ჩანს დაარსებულია უმბერის მიერ, ის ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენებულია ძვ. წ. 310წლიდან, როგორც რომის ერთ-ერთი კოლონია. პერუჯა უმბრიის რეგიონის დედაქალაქია. მისი ისტორია მდიდარი და კოსმოპოლიტურია. ჯერ კიდევ რენესანსის ეპოქაში იყო ცნობილი პერუჯას სამხატვრო სკოლა. ამ დროის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია რაფაელ სანტი. ასევე ამ ქალაქის ცნობილი ადამიანები არიან: ჯერარდო დოტორი და მონიკა ბელუჩი.

ბოლონია


ბოლონია - ემილია-რომანიის ადმინისტრაციული ცენტრი. ბოლონიის უნივერსიტეტი მსოფლიოში ყველაზე ძველი უმაღლესი სასწავლებელია. ის დაარსებულია 1088 წელს. დღეს ის შედის "მსოფლიოს 20 საუკეთესო უნივერსიტეტი"-ს რეიტინგის სიაში.

ტურინი


ტურინი- პიემონტის ადმინისტრაციული ცენტრია. ის 4 წლის განმავლობაში იყო იტალიის დედაქალაქი 1861-1865 წლებში. ტურინი ცნობილია ავტოცენტრ ფიატით, უამრავი მუზეუმით და სავაჭრო ცენტრებით. 2006 წელს აქ ქალაქმა ოლიმპიადას უმასპინძლა.

ვერონა


ეს ქალაქი ცნობილი გახდა შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"-დან. ყოველწლიურად აქ უამრავი ადამიანი მოდის ჯულიეტას აივნის სანახავად.

ნეაპოლი


ნეაპოლი სამხრეთ იტალიის ყველაზე დიდი ქალაქია. ქალაქიდან რამოდენიმე მეტრში ულამაზესი ვულკანი ვეზუვია რომელმაც 79 წელს ამოფრქვევის დროს გაანადგურა ანტიკური ქალაქი პომპეი. ნაპოლი ასევე ცნობილია იმით რომ ადგილობრივ გუნდში ტამაშობდა ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა.

მილანი


მილანი ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ქალაქია. ის გამოირჩევა ძვირადღირებული მაღაზიებითა და რესტორნებით. მილანი მოდის ქალაქადაა აღიარებული.

ფლორენცია


ფლორენცია შეგვიძლია იტალიის კულტურულ დედაქალაქად მივიჩნიოთ. სწორედ აქ ჩაისახა რენესანსი. რაც შეეხება თანამედროვე იტალიურ ენას ის ფლორენციულ-ტოსკანური დიალექტიდან წარმოიშვა.

ვენეცია


ვენეცია უნიკალური ქალაქია ის გაშენებულია კუნძულების არქიპელაგზე. ეს ქალაქი თავისი უნიკალურობით უამრავ ტურისტს იზიდავს. მას ტურისტების რაოდენობით მხოლოდ რომი უწევს კონკურენციას. მისი სახელწოდება მომდინარეობს აქ მცხოვრები ანტიკური ხალხისგან რომლებსაც ვენეტოებს უწოდებდნენ, ისინი აქ დაახლოებით ძვ. წ. X საუკუნიდან ცხოვრობდენე. ვენეციას მოიხსენიებენ სხვადასხვა სახელით მაგალითად: “ადრიატიკის ზგვის დედოფალი”, “წყლის ქალაქი”, “ნიღბების ქალაქი”, “ხიდების ქალაქი”, “მცურავი ქალაქი”, “არხების ქალაქი” და სხვა..

წყარო
წყარო
წყაროწიგნი - ჭანტურია, მამალაძე, ბლიაძე “მსოფლიოს გეოგრაფია”

No comments:

Post a Comment