- დროშა
- გერბი
- ჰიმნი
დროშა
იტალიის დროშა - იტალიის რესპუბლიკის სიმბოლო
შეიმუშავეს
1946 წლის 9 ივნისს, ხოლო ოფიციალურად მიიღეს 1948 წლის 1 იანვარს. მასში
კორექტირება შეიტანეს 2003 წელს, 2006 წელს დროშა განახლებული ფერებით
წარმოადგინეს. დროშა სამფეროვან ქსოვილს წარმოადგენს ეს ფერებია: მწვანე,
თეთრი და წითელი. მწვანე ფერი ბუნების, ლანდშაპტის სიმბოლოა, თეთრი ალპური
ზონის, კერძოდ კი მყინვარის, წითელი კი იტალიის გაერთიანებისთვის დაღვრილი
სისხლის.
გერბი
იტალიის
გერბის ავტორი პაოლო პასჩეტოა, რომელმაც 1948 წელს გაიმარჯვა კონკურსში.
გერბზე წარმოდგენილი ხუთქიმიანი ვარსკვლავი იტალიის რესპუბლიკის სიმბოლოა,
გარსშემორტყმული მუხისა და ზეთისხილის რტოები სიძლიერისა და მშვიდობის,
რომლებიც ერთიანდებიან წითელი ლენტით, მასზე იკითხება იტალიის რესპუბლიკა.
ჰიმნი
ეროვნული
ჰიმნი - საზეიმო სიმღერას წარმოადგენს. ის დაწერილია
განმანთავისუფლებლების მიერ. ჰიმნს თან ახლავს ტექსტი რომელიც არქაულ
ენაზეა დაწერილი და ქვეყნის ქებას და მომავლის იმედს წარმოადგენს.
No comments:
Post a Comment