სიცილიური მაფია - განთქმული იტალიური კრიმინალური საიდუმლო საზოგადოება, რომელიც პირველად XIX საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა სიცილიაში. მისი განშტოებები აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე და ავსტრალიაში XIX ს-ის ბოლოს სიცილიური და სამხრეთ იტალიური ემიგრაციის პერიოდში აღმოცენდა. ჩრდილოეთ ამერიკაში მაფია ხშირად ზოგადად ორგანიზებულ კრიმინალზე მიუთითებს და არა მხოლოდ სიცილიურ კრიმინალურ დაჯგუფებაზე.აშშ-დან მიგრაცილებურმა ადამიანებმა დაიწყეს ნარკო ბიზნესი და იარაღით ვაჭრობა, ისინი მიზნის მისაღწევად არაფერს არ იშურებნენ და რამაც მათ შეუქმნა დაუნდობელის იმიჯი.
Boss/ბოსი-ოჯახის უფროსი, რომელიც მეთაურის ფუნქციებს ასრულებს. ოჯახის წევრები ვალდებულნი არიან კრიმინალური საქმიანობით მიღებული შემოსავლის ნაწილი ბოსს ჩააბარონ ხოლო ბოსი, წევრების ხელშეუხებლობის გარანტია. ბოსი ირჩევა ოჯახის კაპიტნების(Capo) მიერ რის შემდეგაც, ბოსი საკუთარი ნებით ნიშნავს ბოსის თანაშემწეს(Underboss) და მრჩეველს(Consigliere). ბოსის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილის დამკავებლის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია თანაშემწე.
No comments:
Post a Comment