ის, რომ რომი მსოფლიო ცივილიზაციის აკვანია, ხოლო იტალია კი ესთეტიკის უსაზღვრო არეალი, ეს საყოველთაოდ ცნობილია. მაგრამ, ამასთან, არ შეიძლება არ აღინიშნოს იტალიის ესთეტური ფილოსოფიისათვის დამახასიათებელი ის დიდი ენერგია და სურვილი, რომ გაეცნოს და დააფასოს სხვა კულტურათა საგანძური, პრაქტიკულ რეალობაში გადაიყვანოს სამყაროს მრავალფეროვნება. ამაში დიდი კეთილშობილება, ტოლერანტობა და სამყაროს მიმართ გახსნილობა ჩანს. რომის მესვეურთა და კულტურის მოღვაწეთა გადაწყვეტილება და ძალისხმევა - აბრეშუმის დიდი გზა დიდ გამოფენად გადაქცეულიყო და მისი ერთ- ერთი მთავარი არჩევანი საქართველოს უძველეს კულტურულ საგანძურზე შეჩერებულიყო, ამის დადასტურებაა.
საქართველოს ეს გამოფენა დიდი შანსია თავისი უძველესი ულამაზესი კულტურის ნაწილი ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ სცენაზე წარმოადგინოს. როდესაც ქართველი ამბობს ,,საქართველოს ოქრო,,, ამაში ისეთვე სიამაყესა და სიყვარულს აქსოვს, როგორც მშობელი თავის პირმშოს მოფერებისას.ეს არაა გასაკვირი. რომში ახლა გამოფენილი კოლექცია არის უძველესი კულტურის არქეოლოგთა და ხელოვნებისმცოდნეთა თაობების მიერ მოძიებული - მოგროვილი განძის ნაწილი. ამ განძს, სხვა მნიშვნელობასთან ერთად ეროვნული თვითიდენტიფიკაციის ფუნქციაც გააჩნია.საქართველო, ეს უძველესი ქვეყანა, ადრეულ ისტორიოგრაფიაში იბერიად კოლხეთად წოდებული, უძველესი ენითა და ორიგინალური ანბანით შემონახული საოცარი ლიტერატურით, ცნობილია მითოლოგიაში როგორც არგონავტების, იასონის მიერ ოქროს საწმის წართმეული ქვეყანა.ოქროს მოპოვება უძველესი ქართლი ტექნოლიგია იყო და ეს გამოფენა ამას ადასტურებს. სხვათა შორის, არც მედეას დავიწყება გვმართებს - იგი მხოლოდ მომდევნო საუკუნეებში გახადეს დრამატურგებმა მოსნტრად. სინამდვილეში, ამ ქართველმა პრინცესამ, ახალგაზრდა უბიწო ქალბატონმა, რომელიც სიყვარულმა იასონთან დააკავშირა, ბებიებისგან ნასწავლი ცოდნა ერთ მთლიან მოვლენად შეკრიბა. ამას, მისი სახელის მიხედვით, მედიცინა ეწოდა. აი, ამ ქვეყნის ოქროს კულტურაა, საუკუნეებში გაგრძელებულს იხილავენ იტალიაში სტუმრად მოსულები.
საქართველოს, მიუხედავად დიდი წარსულისა, თავიდან უხდება დემოკრატიული სახელმწიფოს შენება. ჩვენი ქვეყნის გეოლოკაცია, როგორც გადამბმელი დასავლეთის და აღმოსავლეთს, ,,აბრეშუმის გა,, მუდმივი გეოპოლიტიკური ფუნქციაა საქართველოსთვის. ეს დიდ სიკეთეს, მაგრამ რისკსაც შეიცავს. ყველა ჯურის დამპყრობლისთვის საქართველო სასურველი ტერიტორია იყო და არის დასაპყრობად.
ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთისგან ორჯერადმა (1807, 1921) ოკუპაციამ მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს ცნობადობა. 2008 წლის აგრესიამ კი თანამედროვე სამყაროს დემოკრატიული სტანდარტების წყალობით ჩვენი სახელმწიფო სრულ ოკუპაციას გადაარჩინა, თუმცა ღია იარა დაუტოვა ქვეყანას და ცივილიზებული სამყაროს თანადგომით მისი მოშუშება კვლავ დღის წესრიგშია.
საქართველოს ბევრი კრიზისი გადაუტანია და ოპტიმისტი ქართველი ხალხი, მეგობრების მათ შორის იტალიის დახმარებით მუშაობს ამისთვის. ვერავინ და ვერაფერმა შეაჩერა და შეაჩერებს ქვეყნის ლტოლვას - დაუბრუნდეს კულტურული სამყაროს ცოცხალ სივრცეს, მათ შორის ძველი, ასევე ახალი კულტურით.
ამიტომაც, გასაგებია, რომ თანამედროვე ევროპაში, მსოფლიო ჩვენი უძველესი კულტურა ერთი საუკეთესო სავიზიტო ბარათია ამ ზიანის დასაძლევად. ახალი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
გთხოვთ ესეც გაითვალისწინოთ ,,ქართული ოქროს,, დათვალიერებისას. დანარჩენს ექსპოზიცია, ჩვენი ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები გეტყვიან. მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა საქართველოს მიმართ ინტერესისთვის.
იმედი მაქვს, ისიამოვნებთ.
კონსტანტინე გაბაშვილი
ელჩი